რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, გარდაცვლილია ორი ადამიანი.

უწყების განმარტებით, დაღუპულები პატიმრები არიან.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები