მეუფე შიო: ჩვენი ერი და ყოველი ადამიანი უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს, თუ რომელი გზით უნდა იაროს

“ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან”, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ერი სარწმუნოებამ გადაარჩინა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და ეკლესიისთვის ასეთ გამორჩეულ დღეს, ჩვენ ერზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენი ერი აქამდე. როგორ გადავრჩით ამდენ ქარტეხილებში. ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც. უფალი იესო ქრისტე პასუხობს, თუ რა არის ეს გზა, იგი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ჩვენი ერიც მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა და ღმერთიც თავისი მადლით და თავისი სასწაულებით ამ გზას გვინათებდა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას ინახავდა, ამისთვის იბრძოდა, სიცოცხლეს წირავდა და იმედი გვაქვს, დღესაც ასე გაგრძელდება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები