ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე 8 სართულიანის ნაცვლად 4 სართულიანი სახლი აშენდება

კომპანია ,,ახალი ერა“  ბათუმში, დუმბაძის 12-14 ნომერში 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტზე შეთანხმება 2015 წელს მოხდა, რომელიც 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობდა. ბათუმის მერიის მხრიდან მშენებლობის ნებართვაზე კომპანიამ უარი მიიღო. მერიის მხრიდან მიღებული უარი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის სასამართლოშო ბათუმის მერიამ დავა წააგო, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ მხარეებს არსებული დავის გადაწყვეტა მორიგების საფუძველზე დაავალა.

,,შედგა მორიგება მერიასა და კომპანიას შორის, რომლის თანახმადაც მოხდა პროექტის კორექტირება. შპს ,,ახალი ერა’’ პროექტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 8 სართულის ნაცვლად 4 სართულის და მანსარდის მშენებლობას განახორციელებს,” – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები