სოხუმში ბანკია “დანაღმული” – ადგილზე ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი იმყოფება

სოხუმში “გარანტ-ბანკი”, სავარაუდოდ, დანაღმულია. შესაბამისი შეტყობინება ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შევიდა.

ამ წუთებში, ბანკთან ძალოვანები არიან მობილიზებული, ადგილზე ე.წ. მინისტრი, ლევ კვიწინიაც იმყოფება.

ევაკუირებულნი არიან ბანკის თანამშრომლები და იმ კორპუსის მაცხოვრებლები, რომლის პირველ სართულზეც ბანკია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები