თამარ გაბუნია: ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებო ხდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, 8 800 საწოლია მობილიზებული.
“ეპიდემიოლოგიური პარამეტრები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეულწილად ისევ ხდება საყურადღებო. შემთხვევების მატებასთან გვაქვს საქმე, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკები იმატებს.
რაც შეეხება საწოლფონდს, კლინიკები მობილიზებული რჩება, 8 800 საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული, კლინიკებში იმყოფება 4 500 პირი, მათ შორის, დაახლოებით 280 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, 1000-მდე იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
ოქტომბრის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით, 300 ერთეულით არის გაზრდილი კლინიკებში პაციენტთა რაოდენობა, რაც ბუნებრივია ძალიან საყურადღებოა,” – აცხადებს თამარ გაბუნია.