ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებას სწავლობენ.

ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ ყველა ბინა დალუქულია და მოსახლეობას შესვლა ეკრძალება. ნანგრევებზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერებულია.

შემთხვევის ადგილზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან და ე.წ. გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მომხდარზე, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობებზე ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები