ვახტანგ გომელაური: მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის­ ადგილზე მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

“მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ”, –  განაცხადა ვახტანგ  გომელაურმა.

შეგახსენებთ, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორსპუსის ნანგრევებიდან მეცხრე ადამიანის ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოასვენეს. ტრაგედიის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები