მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. ისინი დედა-შვილი არიან.

ნანგრევებში ამ დროისთვის ერთ ადამიანს ეძებენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 7 გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები