ნანგრევებიდან ამოყვანილი გარდაცვლილი ბავშვები გადარჩენილი ინგა მეკეიძის შვილები არიან

ბათუმში სახლის ჩამონგრევისას გარდაცვლილი 2 ბავშვი გუშინ მაშველების მიერ გადარჩენილი და რეანიმაციაში გადაყვანილი ქალის, ინგა მეკეიძის შვილები არიან.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები