ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ჯერჯერობით, მათი ვინაობა უცნობია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 14 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები, ერთი ასაკოვანი ქალი კი გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები