ბათუმში ნანგრევებთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ – გაშლილია სამხედრო კარავიც

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ.

შემთხვევის ადგილთან ახლოს მაშველებისთვის სამხედრო კარავია გაშლილი.

ნანგრევებთან სამძებრო სამუშაოები უკვე 7 საათია, გრძელდება.  სავარაუდოდ, სახლის ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის მოულოდნელად ჩამოინგრა.

განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები