თაკო ჩარკვიანი – მელიას: ადამიანების კითხვას, ხომ არ არის დიდი დრო 30 ოქტომბრამდე, აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა

“არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ადამიანებმა იკითხეს შიშით – ხომ არ არის დიდი დრო 30 ოქტომბრამდეო და ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა მელია, შენს გასაგონად ვამბობ, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ”,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ემიგრანტებს ვხედავ აქ და მინდა, პატივი ვცეთ მათ, ძალიან ბევრი კილომეტრი გამოიარეს. მე წეღან, ნიკა გამოსვლის დროს მხოლოდ და მხოლოდ გავახმოვანე ემიგრანტების სურვილი. ისე რომ, ვთქვათ, ნებართვა არავისგან ამიღია არც ბრძოლაში შემოსვლისთვის და არც ბრძოლაში გასვლისთვის. არც პრივატიზებული ვიცი მე საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება, “ნაციონალური მოძრაობის”, უმსხვილესი პარტიაა, მაგრამ მე მაინც საქართველოს პრეზიდენტი მგონია… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ფრაზებს, როგორც მე ვუფრთხილდები, უფრთხილდით ყველა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ადამიანებმა იკითხეს შიშით – ხომ არ არის დიდი დრო 30 ოქტომბრამდეო და ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა, შენს გასაგონად ვამბობ, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ.

მეორე – ეს უკვე ჩემი კითხვაა: ვერ გავიგე, რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? გადალახეს 43%? არ გაუყალბებიათ? მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 30-შიც არ გაგვიყალბებენ? ხომ არ გადავირიეთ, ხალხო”, – მიმართა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა: „ნურავინ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით თავიდან ავირიდებთ გაუგებრობებს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები