ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) 28 სექტემბერს, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებს ეხმაურება

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE) 28 სექტემბერს, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებს ეხმაურება.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და ლინკს აქვეყნებს:

https://rr-europe.oie.int/en/news/wrd-2021-in-georgia/

მათივე ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ეს დღე მასშტაბური უფასო ვაქცინაციით აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) დელეგატმა, ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

„28 სექტემბერი – ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჩვენ გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს ამ საშიში დაავადების და მისი პრევენციის შესახებ”, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები