თეა წულუკიანი: მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკო-მ გასწია

“კარგია მეორე ტური. ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას ჩვენს ქვეყანაში მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრმა არჩევნებზე ცესკო-ს მუშაობა დადებითად შეაფასა.

„სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკო-მ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები