ევროპარლამენტარი: რთულია იმის განსჯა, მოახდინა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ არჩევნებზე ზეგავლენა
“ჩვენთვის ძალიან რთულია იმის განსჯა, მოახდინა თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ არჩევნებზე ზეგავლენა. შესაძლოა კი, შესაძლოა – არა”,- ამის შესახებ ევროპული პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ გალერმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდება მხარდამჭერების მიმართ, წასულიყვნენ არჩევნებზე და არა ქუჩებში, პოზიტიური მინიშნება იყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წასულიყვნენ არჩევნებზე და არა ქუჩებში. ვფიქრობ, ეს არის პოზიტიური მითითება“, – აღნიშნა გალერმა.