შალვა პაპუაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მიიღონ ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა

 

“მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები კარგად შეაფასეს.

„მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ის პოლიტიკური წონა, რომელიც გადაანაწილეს ჩვენმა მოქალაქეებმა ჩანს ადგილობრივ დონეზე, აქედან გამომდინარე ამ წონის და მანდატის მიხედვით მოემსახურონ მოქალაქეებს. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო მისიების შეფასება გუშინდელი არჩევნების და ვნახეთ, რამდენად კარგად შეაფასეს ეს არჩევნები. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის მხრიდან, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ეს არჩევნები იყო მომწიფებული და მშვიდ გარემოში ჩატარებული და ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები