შალვა პაპუაშვილი: მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება
‘ვაკვირდებით ბოლო პერიოდის მანძილზე, რომ მიმდინარეობს პირდაპირი შეტევა საუბნო საარჩევნო კომისიებზე”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ განვაცხადეთ ერთერთ წინა ბრიფინგზე, რომ იყო მცდელობები და გეგმები ჩაეშალათ დათვლის პროცესი. ხედავთ, რა ხდება ზუგდიდში. ასეთივე სიტუაციაა ბევრ სხვა უბანზე.
მედიასაშუალებებს მოვუწოდებ, არ გასცდნენ საკუთარ ფუნქციებს და ნუ არიან შეტევაზე კომისიის მიმართ. ასევე, მოგახსენებთ, რომ მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.