ნიკოლოზ სამხარაძე: წინასწარ დასკვნაში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება იქნება საუბარი იმაზე, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა
მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ დასკვნაში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, აუცილებლად ჩაიწერება, რომ არჩევნები 2021 კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა.
“ვფიქრობ, რომ წინასწარ დასკვნაში, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება იქნება საუბარი იმაზე, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თანასწორობა იყო გარანტირებული და ასევე, ადამიანის უფლებები გათვალისწინებული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ დასკვნა ასეთი იქნება. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წინა,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.