ოლენა იურკინა: ატმოსფერო გახლდათ მშვიდი და არაკონფლიქტური
„ატმოსფერო გახლდათ მშვიდი და არაკონფლიქტური. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, საარჩევნო უბნებზე საჩივარი არ იყო ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, სოციალ-პოლიტიკური პროექტების ინსტიტუტ „დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, მაგრამ ეს მცირე რაოდენობის საჩივრები მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სახლში მისცეს ხმა, ანუ საარჩევნო უბნის მიღმა და ეს გარკვეულწილად, ახსნა-განმარტებასაც უკეთებს ამ საჩივრებს“, – განაცხადა მან.