რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეშფოთებით არის გაკვირვებული.
“უცნაურია, რომ ზელენსკი არ არის შეშფოთებული, მაგალითად, მედვედჩუკის, ან შარიას ბედით, და აწუხებს მიხეილ სააკაშვილის დაკავება”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პრორუსილი პარტიის “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” ლიდერია .