“ვიდეოს ავთენტურობა ეჭვებს აჩენს” – რა შეცდომები დაინახა “ფეისბუქის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა სააკაშვილის ვიდეოებში
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში მრავალი ადამიანის მოსაზრება გავრცელდა.
მათ შორის არის “ფეისბუკის” მომხმარებელი ალექსანდრე იმედაშვილიც, რომელიც ექსპრეზიდენტის ვიდეობს მონტაჟს უწოდებს და შესაბამისი არგუმენტაციაც მოჰყავს.
იმედაშვილის ვერსიას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ორივე ვიდეო მონტაჟია. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმში მთელი ღამე წვიმდა, მის კადრში კი სიმშრალეა (განსაკუთრებით, მეორე ვიდეოში). გარდა ამისა, პირველი ვიდეო გადაღებულია რეფლექსიის საშუალებით, ორივე ვიდეოში კამერა მუდმივად ბრუნავს ისე, რომ შეუძლებელია კადრში შენობების ზუსტად იდენტიფიცირება. ვიდეოს ავთენტურობა ეჭვს ბადებს (ვწერდი, რომ ის ბათუმში არ არის გადაღებული – დიახ, კადრში არის ბათუმის შენობები, მაგრამ არის კითხვებიც). აი, სქრინშოტებიც. ჩანს ღირსშესანიშნაობები. ყოფილი კაზინო “ლეოგრანდი” (ახლანდელი “ველმონდი”) – ფონზე პორტის ამწეები არ ჩანს, ჩანს საბაგიროს შენობა (თუმცა, ბულვარის ხაზი, სადაც ახლა ნავებია, კადრში მე ვერ ვნახე), იქ კამერა ბრუნავს – ჩვენ ვხედავთ ზღვას და სანაპირო ზოლს (ჩემი აზრით, არარეალური ხედია) და ასევე – მეორე ვიდეოში – ახალი ბულვარი და კადრში შენობები მსგავსია. მაგრამ პარკში ხეები ეჭვს აჩენს. ორივე ვიდეო არის დაბალი ხარისხის, რაც საკმაოდ უცნაურია თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე. უფრო მეტიც, იმ ადგილებში არის ბევრი შუქი და ნორმალური განათება. რატომ უნდა გადაიღო სიბნელეში?
ღამით ამ ადგილებში გადავიღებ სურათებს და ნახავთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად ჩანს.
განვმეორდები და ბათუმში მთელი ღამე წვიმდა.
მეორე დღეა, ზღვაზე შტორმია და გემები რეიდზე დგანან ზღვაში. თუ თვითმფრინავით ჩამოფრინდა, მაშინ როგორ არის არალეგალი? როგორ გადმოლახა საზღვარი? “, – წერს ალექსანდრე იმედაშვილი სოციალურ ქსელში.