თბილისის საქალაქო სასამართლო: ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოსდა, ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო

“მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა, ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს”, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

“სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები