თამარ გაბუნია: უსაფრთხო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული

“უსაფრთხო არჩევნები დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ამდენად, პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-ს თანამშრომლებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობის გამოცდილება საკმარისი დაგვიგროვდა გასული წლის არჩევნებიდან გამომდინარე. პროტოკოლი უკვე არსებობდა. წელს განსხვავება იყო ის, რომ ცესკო-ს თანამშრომლებში აქტიურად ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი. საკმაოდ კარგი მოცვაა. სექტემბრის დასაწყისში უკვე 75%-ზე მეტი იყო უკვე თანამშრომლებს შორის ვაქცინირებული, რაც გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. რაც შეეხება სხვა წესებს. სხვა წესები არის ისევ და ისევ ის სამი ოქროს წესი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. ამდენად, უბნები იქნებიან აღჭურვილი სანიტაიზერებით, როგორც ეს გასულ წლებში იყო და ასევე, იქნება რიგის დაცვის შესაფერისი პირობები. უსაფრთხო არჩევნები არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და, ამდენად, პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული იმისთვის, რომ ამგვარად განხორციელდეს წლევანდელი არჩევნები. ასევე, აქტიური ტესტირების პროგრამა ცესკო-ს თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს. ბუნებრივია, არჩევნების დღესაც ტესტირების პროგრამა მაღალი რისკის მქონე იმ პირებისთვის, ვინც იქ მუშაობს, ჩატარდება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები