ამირან გამყრელიძე: ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობაც კლებულობს
”ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობაც კლებულობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში განაგრძობს სტაბილიზაციისკენ სვლას. მართალია, ტემპი ნელია, მაგრამ უკვე დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცილდა და, შესაბამისად, ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, დადებითობა, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობაც კლებულობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.