თამარ გაბუნია: სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია
“ბოლო პერიოდში ეპიდემიური სურათის სტაბილიზაცია შედარებით აღინიშნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, ბოლო კვირაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. დღეს განსაკუთრებით მნშვნელოვანია, კვლავ გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, სწრაფად გავიაროთ ამ ტალღის დარჩენილი ნაწილი და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მეხუთე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.