ბიძინა კულუმბეგოვი: „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს
“ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ ვაქცინას, ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო?! ნამდვილად არავის არაფერი წამოუდუღებია, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაიზერის“ ვაქცინის ვადის გახანგრძლივებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის გაფუჭების საშიშროება არ არსებობს.
“ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ (ფაიზერს) ვაქცინას, ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო?! ნამდვილად არავის წამოუდუღებია – ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს. ბევრ მედიკამენტს წინასწარ მითითებული ვადა 50-დან 30%-მდე კომპანიას წინასწარ, ხელოვნურად აქვს შემცირებული. ეს ასეა, ფარმაკოლოგიის პრინციპი. ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ყველა ვაქცინა „ფაიზერის“ წარმოებიდან, ვადის სამი თვის გასვლის შემდგომ მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას 100 პროცენტით, შესაბამისად ვაქცინებს, რომლებსაც ვადა ვთქვათ 2021 წლის ნოემბრამდე ჰქონდათ – თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ. რომელსაც იანვრამდე – მარტამდე, შესაბამისად ეს საკითხი თვითონ კომპანიამ და ამერიკულმა ყველაზე ძლიერმა მარეგულირებელმა გადაწყვიტეს და ჩვენი ქვეყანა ამას დაექვემდებარება, ამიტომ არავითარი ვაქცინის გაფუჭების საშიშროება აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.