გაერო-ს პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გაერო-ს პრესსამსახური გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშსა და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეაქო საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის შესანიშნავი თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონში მდგრადი მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობის მხრივ. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ძლიერ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი მუშაობისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა აშშ-ში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები