გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
რაიონის მასშტაბით, არაერთი შიდა ეზოს კეთილმოწყობა განხორციელდა. მათ შორის, გლდანის გამგეობის მიერ, დაზიანებული შიდა ეზოს მოწესრიგების სამუშაოები მეხუთე მიკრორაიონის N28 კორპუსთან დასრულდა.
პროექტის განხორციელების შედეგად, გზის საფარი, დაახლოებით, 1 580 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე შეიცვალა. სამუშაოებისთვის 57 677 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები