ნატო-მ თურქეთის მიმართულებით გაშვებული ირანული რაკეტა გაანეიტრალა
ირანული რაკეტა, რომელიც ნატო-ს ძალებმა დღეს გაანადგურეს, თურქეთისკენ მიემართებოდა,- ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ალისონ ჰარტმა განაცხადა.
„პარასკევს დილით ნატო-მ თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა. ნატო კვლავ ფხიზლად რჩება. მტკიცედ არის გადაწყვეტილი, ალიანსმა თავისი მოკავშირეები დაიცვას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ დაადასტურეს.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ, ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, ქვეყანა ყველა საჭირო ზომას ყოყმანის გარეშე მიიღებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.