ნათია თურნავა: ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 32%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს

“საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით – 32 პროცენტით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1,899.0 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, პროდუქტიულობის გაზრდას და ა.შ.“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები