თამთა მეგრელიშვილი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პირდაპირ ”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა‘’, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს.

მისი განმარტებით, სარჩელის ერთადერთი დანიშნულება ეუთო/ოდირ-ის ანგარიშში მოხვედრაა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა. ამ პოლიტიკური დესტრუქციისთვის შეკვეთილი სარჩელის ერთადერთი დანიშნულება ეუთო/ოდირ-ის ანგარიშში მოხვედრაა, რადგან ეს სარჩელი სამართლებრივად ჩანასახშივე მკვდარია და შედეგობრივად რაიმე სახის ცვლილებებისგან ძალიან შორსაა. ამასთან, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ამ საკითხის ირგვლივ სახელისუფლებო გუნდთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაცვლელი არც არაფერია და მუშაობის პროცესში უშუალო მონაწილეობის დროს მათ საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონიათ. კერძოდ, საკითხზე მსჯელობის პროცესში არცერთ პოლიტიკურ გუნდსა და არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას პრეტენზია ამ საკითხზე არ გამოუთქვამს. დაყოფის საკითხი უმტკივნეულოდ, კონსენსუსით იქნა მიღებული (იმ პარტიებმაც კი მოიწონეს ეს დაყოფა, რომლებმაც, საბოლოოდ, ხმა არ მისცეს კანონს). დღეს, სხვაგვარად გაცოცხლებული თემიდან ყველა საკითხი ისევ მათთან ერთად დალაგებული და გავლილია. სარჩელი სარჩელისათვის კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიზანს – შემკვეთის ინტერესებს მოარგონ სამართალი, რაც, დამეთანხმებით, კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები