ბიბილოვი: საქართველომ, რომელიც 2008 წელს ცდილობდა სამხრეთ ოსეთის ღია მოედნად გადაქცევას, ტაქტიკა შეცვალა

“ის ძალები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ცდილობდნენ სამხრეთ ოსეთის ღია მოედნად გადაქცევას, არ დაწყნარებულან, საქართველომ შეცვალა ტაქტიკა და მოკავშირეებად აიყვანა უხეში ტყუილი და მოქმედებს ყველაზე არაკეთილსინდისიერი პროპაგანდის ინსტრუმენტებით”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ე.წ. რესპუბლიკის დაარსებიდან 31 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე.

მისი თქმით, საერთაშორისო პლატფორმებზე “საქართველოს წარმომადგენლები ავრცელებენ მითს იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთს ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”.

„ქართველების მოკავშირეები აბსურდულ მოწოდებებს აკეთებენ, მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს აღიარება და გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებიდან. თუმცა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს სამხრეთ ოსეთის შესახებ და ჩვენს რესპუბლიკას მხარდაჭერას უცხადებს,” – მან.

მისი თქმით, მსოფლიოში, “სადაც ორმაგი სტანდარტებია გაბატონებული და საერთაშორისო სამართალი განმარტებულია ექსკლუზიურად იმათ ინტერესებში, ვინც თავს სამყაროს ბატონებად თვლის, ასეთ სამყაროში რესპუბლიკა შეიძლება, დაეყრდნოს მხოლოდ მოძმე რუსეთს”.

”ნებისმიერ პირობებსა და ნებისმიერ ვითარებაში, სწორედ რუსეთი უცვლელად ერთგული რჩებოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, საყოველთაო ადამიანური მორალის და მშვიდობის გარანტად ნაკისრი ვალდებულებებისადმი. ჩვენ გვჯერა რუსეთის და წმინდად შევინარჩუნებთ ჩვენს ალიანსს, განვავითარებთ ინტეგრაციას და გავაძლიერებთ სამხედრო თანამეგობრობას. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც ამას მოითხოვს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ხალხების ინტერესები”, – აღნიშნა ბიბილოვმა.

ცხინვალში დღეს ე.წ. რესპუბლიკის დაარსების 31 წლისთავთან დაკავშირებით ზეიმობენ, საღამოს კი ფოირვერკებსაც გაუშვებენ.

სტუმრების სახით, იმყოფებიან – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები, ჩრდილოეთ ოსეთისა და სირიის დელეგაციები, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები