“ქართულმა ოცნებამ“ საბიუჯეტო პრიორიტეტების პაკეტი მოამზადა

   თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე მსჯელობენ. საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერიას მიმართავს, რათა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იყოს მათი შვიდი წინადადება. კერძოდ: ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კვებისთვის იაშვილის სახელობის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტისთვის გამოიყოს 100 ათასი ლარი, ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსებისთვის – 71340 ლარი, უსახლკაროთა სახლების მშენებლობისათვის კი – 3 მილიონი ლარი, გაზის, წყლის და ენერგოგამანაწილებელი კომპანიებისადმი დიდი ოდენობით დავალიანების მქონე მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერა მოხდეს, ასევე 2012 წლის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხები ჩაიდოს ბიუჯეტში, ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის დაწყების ხელშეწყობისთვის არსებული თანხა გაიზარდოს 20 მილიონ ლარამდე და 100 ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის გაფორმებითი სამუშაოები 150 ათასი ლარით დაფინანსდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები