პაპუაშვილი – გახარიაზე: სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის პრემიერი იყო, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ექსპერტიზის ბიუროს მიმართ ნდობას
“ჩემთვის პირადად ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც იყო ამ ქვეყნის შს მინისტრი და პრემიერმინისტრი, უნდობლობა გამოუცხადა დამოუკიდებელ საექპერტო დაწესებულებას – სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მან ყველაზე კარგად იცის, როგორც შს მინისტრმა და პრემიერმინისტრმა, რა ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს ამ ბიუროს, მათ შორის, ამ ქვეყანაში გამოძიების წარმოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა და რამდენად არასახელმწიფოებრივია, როცა ის ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას. დანარჩენი მნიშვნელოვანიც აღარაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.