როგორ დაიწყო ლონდონური, წითელი ავტობუსების ისტორია

დაბლდეკერები, ანუ ორსართულიანი წითელი ავტობუსები დიდი ხანია, ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა.

krasnyj-avtobusორსართულიანი ავტობუსები ლონდონის ქუჩებში პირველად 1847 წელს გამოჩნდნენ. თავდაპირველად, სატრანსპორტო კომპანია „ადამსი და კო“-ს სატრანსპორტო საშუალებებს ლონდონელები სკეპტიკურად შეხვდნენ. ნაკლებად კომფორტული და ნელი ტრანსპორტი მათ არ მოეწონათ, თუმცა, 1852 წელს, მას შემდეგ, რაც დაბლდეკერების ტევადობა (40 მგზავრი) და კომფორტი გაიზარდა, მათმა პოპულარობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

avtobas-london1913 წლისათვის ლონდონს 2 ათასი ასეთი ავტობუსი ემსახურებოდა.
1953 წლისათვის ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის განკარგულებაში უკვე 7 ათასზე მეტი  დაბლდეკერია.

Clipboard1311956 წელს ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა Routemaster-ის ტიპის ავტობუსი, რომელიც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლონდონის სიმბოლოდ იქცა. ვიზუალთან ერთად, ამ ავტობუსების ხიბლი ისიც იყო, რომ მათ კარები არ ჰქონდათ და მგზავრებს  საცობის შემთხვევაში ავტობუსიდან ჩამოსვლა უპრობლემოდ შეეძლოთ. Routemaster-ი ლონდონსა და მის სტუმრებს  2004 წლამდე ემსახურებოდა.

Clipboard152012 წელს ლონდონის ქუჩებში Routemaster-ის განახლებული ვერსია გამოჩნდა. ისინი დღემდე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში, თუმცა, როგორც ჩანს, მალე ისინიც სამუზეუმო ექსპონატები გახდებიან. The-all-electric-version-of-the-iconic-double-decker-London-red-bus-crosses-Westminster-bridge-as-a-part-of-the-vehicles-lauch-event-image-courtesy-of-BYDახლო მომავალში ლონდონში ყველა სახის შიდაწვისძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აკრძალვას გეგმავენ. ასე  რომ, Routemaster-ის ადგილი ლონდონის ქუჩებში, ალბათ, აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები