“ეს არეული ჩანაწერები და მათი ე.წ. გამოქვეყნება, ფაბრიკაცია რადგან არის, ჩვენი ვარაუდით, ემსახურება ერთადერთს, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი”

“ეს ჩანაწერები და მათი ე.წ. გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, ფაბრიკაცია რადგან არის, ჩვენი ვარაუდით, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და დაპირისპირება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

“თუკი სადმე ამ ინფორმაციაში, ფაბრიკაციის შედეგად გავრცელებული რეალური ინფორმაციაც გამოერევა, ესეც ნათელი გახდება, როდისაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა, რატომ ჩაწერა, როგორ დაამონტაჟა და ა.შ. ამას კონკრეტული ავტორები ჰყავს, მაგრამ რეალურად, საბოლოოდ, ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ. ამ რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზიის მხრიდან სუს-ზე აქცენტით დაიწყო და შემდეგ იმავე სიუჟეტში ერთი წუთის ინტერვალით, აღმოჩნდა რომ ეს იყო 2012 წლამდე ჩანაწერები.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს მოდელირებულ რეალობასთანაც, ამას თავისი ავტორებიც ჰყავს. შემდეგ თავად ადასტურებენ და თავად ცნობენ საკუთარ თავსაც. ყველა შემთხვევაში, ეს არეული და გაუგებარი ჩანაწერები და მათი ე.წ. გამოქვეყნება, რა თქმა უნდა ფაბრიკაცია რადგან არის, ჩვენი ვარაუდით, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს თავდასხმის ობიექტი, მოხდეს მათი დისკრედიტაცია და დაპირისპირება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები