გარდაბანში ნადირ ალმაზოღლუს 55 წლის საიუბილეო საღამო და ახალი წიგნის წარდგენა გაიმართა

გარდაბანში აზერბაიჯანის ტელეკომპანია „ბაკუ ტვ“-ის, საქართველოში აკრედიტებული ჟურნალისტის, ნადირ ალმაზოღლუს 55 წლის საიუბილეო საღამო და ახალი წიგნის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას დასწრნენ: ქვემო-ქართლის რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის დეპუტატი – სავალან მირზოევი, გარდაბნის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე – გუბაზ მეგრელიძე, პროფესორი-ისტორიკოსი გურამ მარხულია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი – ნიკა ჩიტაძე და სხვები.
ღონისძიება დაიწყო ნადირ ალმაზოღლუს ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.
ნადირ ალმაზოღლუს  იუბილე მიულოცა ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
„მივესალმები ჩვენს იუბილარს საუკეთესო სურვილებით, ვუსურვებ დიდ შემოქმედებით წარმატებებს ძალიან ფრთხილ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ფაქტობრივად, ორი ქვეყნის, ორი ხალხის მეგობრობის დიპლომატიურ ასპარეზზე. მინდა, მას ასევე ვუსურვო ძალიან დიდი ნაბიჯებით წინსვლა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებასა და დაახლოებაში“.
შოთა რეხვიაშვილმა, ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის სახელით, იუბილარს ქართულ-აზერბაიჯანულ მედიასივრცეში ხანგრძლივი ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის სიგელი გადასცა.
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ მეგრელიძემ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილებისთვის ნადირ ალმაზოღლუს საქართველოს დამსახურებულის ჟურნალისტის წოდების მინიჭების დამადასტურებელი სიგელი გადასცა.
ნადირ ალმაზოღლუს იუბილე დასმწრე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები