გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში და როცა სჭირდებოდა დაუბრკოლებლად იყენებდა – ბადრი ჯაფარიძე
გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, ობიექტურობაში და ამ დროს ის იყო დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და როცა სჭირდებოდა სრულიად დაუბრკოლებლად იყენებდა სამხარაულის დასკვნებს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ მზადდებოდა პროვოკაცია ნარკოტესტთან დაკავშირებით.
„ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც იცვლის თავის შეხედულებებს იმისდა მიხედვით როგორი პოზიციები აწყობს დაიკავოს იმ კონკრეტულ მომენტში. ეს ძალიან ცუდია, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.