გახარია კალაძესა და მელიას მიმართავს – “ივარჯიშეთ, მოემზადეთ”
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ოპონენტებს – კახა კალაძესა და ნიკა მელიას მიმართავს და დებატებში იწვევს.
”მივმართავ კახა კალაძესა და ნიკა მელიას, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები – ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ, ივარჯიშეთ, მოემზადეთ”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.