გიორგი გახარია: მაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა, თმის ანალიზს ევროპაში გავიკეთებ

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.

“გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“, “ქოცების” მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის, რომ არავის მივცეთ ასეთი სპეკულაციებიხ შესაძლებლობა, აქ არ გავიკეთებ ამ ტესტს, უფრო სწორად, არ ჩავაბარებ ამ ტესტს აქ, კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გუნდთან თათბირის შემდგომ დავკარგავთ საარჩევნო კამპანიისთვის ერთ მნიშვნელოვან დღეს და გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. როგორც ვიცით, ანალიზის პასუხი გვექნება 2 კვირაში და, რა თქმა უნდა, იქნება საჯარო. მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ იმ ნაბიჯის შემდეგ, რომელსაც გადავდგამ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები