საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.37%-ს შეადგენს
10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 8.09%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 7.50%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 579 031 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 536 321, გარდაიცვალა 8 146 პაციენტი.