ყვარელში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ყვარელში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი, 49 წლის შალვა მელიქიშვილი ამ დრომდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით, ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.

მეზობლების თქმით, შალვა მელიქიშვილს რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და, სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები