მტერთან შეიძლება რაღაცაზე ილაპარაკო, მაგრამ როდესაც მტერთან კოალიციაში შედის შენი გუნდის ყოფილი ლიდერი, იმას არ უნდა ელაპარაკო – მამუკა მდინარაძე

ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი, რომ ყველანაირად ეცადნენ მთელი თავისი აქტივი მოებილიზებინათ და ეს იყო პირველი კოჰაბიტაცია გახარიას პარტიისა და ნაცმოძრაობის და ერთად უტევდნენ, – ამის შესახებ ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში თავისი პოსტის შესახებ დასმული კითხვის საპახუხოდ განაცხადა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მან გადაცემაში ახალ რეიტინგებზეც ისაუბრა, რომელსაც მმართველი პარტიის სოციოლოგთა ჯგუფი ამზადებს.

„წინასწარი მონაცემით, გახარიას პარტიას რამდენიმე პროცენტი მართლაც მიაქვს. 3-4% შეიძლება წაიღოს. თუ აქვს, ვთქვათ 6%, 3% მიაქვს „ქართული ოცნებისგან“, 3 მიაქვს დანარჩენი სხვა პარტიებისგან, მათ შორის პატარა პარტიებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

„გიორგი გახარია მივიდა მერიაში და უთხრა მხოლოდ ერთი რაღაც, რომ მე არ მინდოდა ტელევიზორიდან გაგეგო, რომ მერის კანდიდატობას ვაპირებ. ეს იყო ის, რაც ტელეფონზეც შეიძლებოდა ეთქვა. ამიტომ გაჩნდა გონივრული ეჭვი, ამ 2-დღიანი მიმოსვლის შედეგი უნდა აღსრულებულიყო. აქ არის მეორე რაღაც: ქართველები ვართ ყველა და ასე არ ვიტყვი, რომ მტერია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელი ან მისი მომხრე, მაგრამ პოლიტიკური მტერი არის. მტერთან შეიძლება რაღაცაზე ილაპარაკო, მაგრამ როდესაც მტერთან კოალიციაში შედის შენი გუნდის ყოფილი ლიდერი, იმას არ უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები