დავით შერაზადიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შევქმნათ თანაბარი პირობები ყველასათვის.
„ქართული ოცნების „ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ტალავერში მცხოვრებ ქალებს , საქართველოს პარლამენტის წევრ, გოგი მეშველიანთან ერთად შეხვდა.
კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით,შეხვედრაზე საუბარი იყო განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, მერობის კანდიდატმა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ თანაბარი პირობების შექმმნა მისი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც საჭიროა საზოგადოების ყველა წევრის აზრსა და საჭიროებას იცნობდეს.
„ქალის როლი ისევე მნიშვნელონავია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ოჯახში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შევქმნათ თანაბარი პირობები ყველასათვის”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.