ვახტანგ გომელაური: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს

მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყვარელში პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია. მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, მოქალაქეს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა.

ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა: „არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები