ლილოში მომხდარ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოყვა

ლილოში მშენებლობიდან ბეტონის ფილები ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

უბედური შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები