რეფინანსირების აუქციონზე 600 000 000 ლარის სესხი გაიცა
ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე 600 000 000 ლარის სესხი გაიცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განაცხადი სამ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 3.75 პროცენტით, მაქსიმალური – 4.05 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 3.90 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.