“თალიბანი” საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

“თალიბანი” ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის ფართო სპექტრი მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ტელეკომპანია “ავღანეთში ისლამური საამიროს” კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც თქვა, რომ “დაგეგმილია საყოველთაო არჩევნები, რომელიც მოიცავს ავღანური საზოგადოების ფართო სპექტრს. ვცდილობთ მოსახლეობის ფართო ფენის მოზიდვას, ნიჭიერ ადამიანების, რომლებიც არ არიან “თალიბანის” წევრები.”

ავღანეთის დროებით მთავრობაზე საუბრისას, რომელშიც, ძირითადად, პუშტუნები შევიდნენ, მან თქვა, რომ “თალიბანისთვის” ადამიანის შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – მისი ეთნიკური წარმომავლობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები