საქართველოში „კოვიდ-19“-ის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი
ბოლო 24 საათში საქართველოში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 455 პირს, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაცია ctopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
მათივე ინფორმაციით, ვირუსს უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 58 პაციენტი ემსხვერპლა.