ავთანდილ ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ავთანდილ ცინცაძემ მოქალაქეებს მიმდინარე პროექტები გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც მომავალში იგეგმება.
კერძოდ, შემოერთებულ ტერიტორიებზე დაურეგისტრირებელი მიწების დაკანონება, ეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომელიც სოფელი დიღმის მოსახლეობას აწუხებს, ავთანდილ ცინცაძემ მოქალაქეებთან ერთად განიხილა აღნიშნული საკითხის მოგვარების შესალძლო გზები.